08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
ტაილანდში აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაშავდა

ტაილანდში აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ბანგკოკის ნავსადგურში მოხდა, სადაც წყლის ტაქსის ძრავი აფეთქდა. დაშავებულთა უმეტესობამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო, თუმცა ორი მგზავრი მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილობრივების გარდა, დაშავებულთა შორის ორი მიანმარის, ერთი კი იაპონიის მოქალაქეა.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი, საწვავის გაჟონვა გახდა. 

დღის ამბები