08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
კომპანია სფეისიქსმა კომუნიკაციების თანამგზავრი ორბიტაზე ისევ წარუმატებლად გაიყვანა

რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, კომპანია სფეისიქსმა კომუნიკაციების თანამგზავრი ორბიტაზე გაიყვანა, თუმცა თავად რაკეტის უკან დაბრუნება კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ატლანტის ოკეანეში მდებარე პლატფორმაზე ავარიული დაშვების შემდეგ რაკეტას სავარაუდოდ ვეღარ გამოიყენებენ.

უამინდობისა და ტექნიკური გაუმართაობის გამო რაკეტის გაშვება წარსულში 4–ჯერ გადაიდო. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობას გააგრძელებენ.

დღის ამბები