08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
აშშ თურქეთის ხელისუფლების მიერ მედიის მუშაობაში ჩარევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

შეერთებული შტატები თურქეთის ხელისუფლების მიერ მედიის მუშაობაში ჩარევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის, განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციური გაზეთის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევის შესახებ პრესის თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება.

სამართალდამცველებმა სტამბოლში გაზეთ ზამანის რედაქცია შტურმით წუხელ აიღეს. პოლიციამ ოფისთან შეკრებილი ასობით ადამიანის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, არიან დაკავებულებიც.

გაზეთი ზამანი თურქეთში 1986 წელს დაარსდა და ის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემად მიიჩნევა. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით კი, გაზეთს ერთ–ერთ რადიკალურ მოძრაობასთან აქვს კავშირი და მიზნად რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაყენებას ისახავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები