08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
აშშ-ში საპრეზიდენტო მარათონი აქტიურად მიმდინარეობს

ტედ კრუზმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში პოზიციები გაიმყარა. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა სუპერ შაბათის პრაიმერიში დონალდ ტრამპი ორ შტატში დაამარცხა. მან ამერიკელ მილიარდერს კანზასსა და მენის შტატებში მოუგო, ხოლო ლუიზიანასა კენტუკიში გამარჯება დონალდ ტრამპმა მოიპოვა. კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა მარკ რუბიომ 4–დან ვერც ერთ შტატში ვერ მოიპოვა ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა. შედეგების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა მას საარჩევნო კამპანიიდან გასვლა ურჩია.

სუპერ შტაბათის პრაიმერი დემოკრატებმა 3 შტატში ჩაატარეს. კანზასსა და ნებრასკაში ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა, თუმცა ლუიზიანას შტატის შედეგებით ჰილარი კლინტონმა კონკუნენტს დიდი სხვაობით მოუგო.

დღის ამბები