08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
ლიბიაში იტალიელი მძევლები გაათავისუფლეს

ლიბიაში იტალიელი მძევლები გაათავისუფლეს. ქვეყნის უშიშროების სამსახურმა ქალაქ საბრატაში, დაჯგუფება ისლამური სახემწიფოს სამალავს შეუტია. სპეცოპერაციის შედეგად იტალიის ორი მოქალაქე გაათავისუფლეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოპერაციამდე 48 საათით ადრე ისლამისტებმა ორი მძევალი სიკვდილით დასაჯეს. იტალიური სამშენებლო კომპანია ბონატის ოთხი თანამშრომელი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ტყვეობაში გასული წლის ივნისიდან იმყოფებოდნენ. 

ფოტო:არქივი

დღის ამბები