08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
უკრაინის საზოგადო მოღვაწეები ევროპელ ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ

უკრაინის საზოგადო მოღვაწეები ევროპელ ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ და ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისთვის საგანგებო ზომების მიღებას სთხოვენ. წერილის ავტორი წარმოშობით პოლონელი, უკრაინელი მწერალია, რომელიც უკრაინელ პილოტს, რუსეთის მძევლად მოიხსენიებს. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება აბუჩად იგდებს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს და საკუთარ კონსტიტუციასაც, ისევე როგორც მინსკის შეთანხმებაში გაწერილ ვალდებულებებს.

"ნადია სავჩენკოს სიცოცხლის გადარჩენა, რომელმაც რუსეთის სასამართლოს ქმედებების პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, არა მხოლოდ თითიეული ადამიანის ვალდებულებაა, არამედ ტესტია საერთაშორისო დიპლომატიისთვის და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის"– ნათქვამია წერილში. მიმართვას სხვდასხვა ქვეყნიდან უკვე 16 ხელმომწერი ჰყავს. მას ნებისმიერი მსურველი შეიძლება შეუერთდეს.

დღის ამბები