08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
კიევში რუსეთის საელჩო დაარბიეს

კიევში რუსეთის საელჩო დაარბიეს. ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით ათობით აქტივისტმა გვიან ღამით დიპლომატიურ წარმომადგენლობას პიროტექნიკა ესროლა და შენობასთან გაჩერებული მანქანები დააზიანა. ვიდეომასალა ინეტრენტში გავრცელდა. მომხდარის გამო მოსკოვმა კიევს პროტესტის ნოტა გაუგავნა. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა, მათი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.

დღის ამბები