08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ერაყში ტერაქტის შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა

60-მდე ადამიანი დაიღუპა ერაყში აფეთქების შედეგად. ტერაქტი ქალაქ ჰილაში მოხდა, რომელიც ბაღდადიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. დანაღმული ცისტერნა პოლიციის საგუშაგოზე აფეთქდა. დაღუპულთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. აფეთქების შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები