08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
ირანში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ირანში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ქვეყნის სასამართლომ ბაბაკ ზან-ჯანს სასჯელის უმაღლესი ზომა კორუფციის ბრალდების გამო შეუფარდა. ქვეყნის უმდიდრეს ბიზნესმენს გამოძიება მილიონობით ბარელი ნავთობის უკანონოდ გაყიდვას და სახელმწიფო სახსრების მიტაცებას ედავება. ბაბაკ ზან-ჯანი სანქციების გვერდის ავლით ნავთობით ვაჭრობისთვის შეერთებული შტატების და ევროკავშირის შავ სიაშიც შედიოდა. ირანელი, რომლის ქონებაც 13 მილიარდ დოლარს აჭარბებს, კორუფციის ბრალდებით სამი წლის წინ დააკავეს.

დღის ამბები