08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
ნენსი რეიგანი გარდაიცვალა

შეერთებულ შტატებში ნენსი რეიგანი გარდაიცვალა. უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე წარმატებული ამერიკელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის 94 წლის მეუღლე. ნენსი რეიგანი თავადაც მსახიობი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდამ დატოვა პროფესია და თავი მთლიანად მეუღლის კარიერას მიუძღვნა. ნენსის იცნობდნენ, როგორც თანამედროვე მოდის დიდ დამფასებელსა და ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ კამპანიის აქტიურ მონაწილეს, ასევე საბჭოთა კავშირთან ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბების მომხრეს. 80-იანი წლების ამერიკაში ყველამ იცოდა, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა პირველ ქალბატონს ამერიკის პრეზიდენტზე. თეთრი სახლის ყველაზე გავლენიანი დიასახლისი ათწლეულების მანძილზე თავდადებით უვლიდა ალცჰეიმერით დაავადებულ მეუღლეს. 2000-იანი წლების მსოფლიომ კი ნახა, როგორ იცავდა იგი მეუღლის პოლიტიკურ მემკვიდრეობასა და იდეებს.

”ჩემი ცხოვრება დაიწყო, როდესაც ჩემს ქმარზე დავქორწინდი” - ბევრჯერ უთქვამს მას.

მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელი, მაშველი, რადიო წამყვანი, მსახიობი და კალიფორნიის გუბერნატორი რონალდ რეიგანი გახდა.  ანტიკომუნისტი და ამერიკის ლიდერობაში დარწმუნებული თეთრ სახლში 69 წლის ასაკში შევიდა. ის გახდა ყველაზე უფროსი და ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი, რომელმაც ამერიკას სამყაროს ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ აქცია.

პრეზიდენტმა მისი პირადი რწმენის, პიროვნების თავისუფლების პოლიტიკით ამერიკელების მორალური სულისკვეთება აამაღლა, უხუცესი პრეზიდენტი თეთრ სახლს 77 წლის ასაკში დაემშვიდობა. 

 

 

დღის ამბები