08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების გემი ჩაიძირა - დაღუპულია 18 ადამიანი

თურქეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა, რომელშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ ავრცელებს.

ინციდენტი დიდიმის სანაპიროსთან ახლოს მოხდა, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლო.

დღესვე ვრცელდება ცნობა, რომ ევროპაში არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად ეგეოსის ზღვაში ნატო მისიას აფართოებს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში არსებულ ხომალდებს კიდევ სამს დაუმატებს.

დღის ამბები