08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერებმა თურქეთს მიგრანტების შესაჩერებლად შესაძლოა, 3 მილიარდი ევრო შესთავაზონ

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან. რიგგარეშე სამიტი მიგრანტების პრობლემის განსახილველად იმართება.

ევროპული ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ მიგრანტების ახალი ტალღის მიერ შექმნილი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. წინასწარი ინფორმაციით, ისინი თურქეთს მიგრანტების შესაჩერებლად სამ მილიარდ ევროს შესთავაზებენ.

შეხვედრაზე შენგენის ზონის მოქმედების შენარჩუნებაზეც ისაუბრებენ. იგეგმება ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის საკითხის განხილვაც, რომლებიც მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

დღის ამბები