08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
ეკვადორზე ვულკანი ამოიფრქვა - კრატერიდან ამომავალი ფერფლის სიმაღლე 4 ათას მეტრს აღწევს

ეკვადორზე ვულკანი ამოიფრქვა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. ვულკანის კრატერიდან ამომავალი ფერფლის სიმაღლე უკვე 4 ათას მეტრს აღწევს.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, რომ ვულკანს 10 კილომეტრის რადიუსში არ მიუახლოვდეს და დამცავი ნიღბები იხმაროს.

ეკვადორზე არსებული 84 ვულკანიდან 24 მოქმედია.

 

 

დღის ამბები