08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
ფხენიანი სამხრეთ კორეას და აშშ-ს ბირთვული შეტევით ემუქრება

ფხენიანი სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს პრევენციული ბირთვული შეტევით ემუქრება. ჩრდილოეთ კორეის მორიგი მუქარა სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივ სამხედრო სწავლებებს უკავშირდება, რომლიც რეგიონში დღეიდან იწყება.

მსგავსი სახის წვრთნას ორივე ქვეყანა ყოველწლიურად ატარებს, ფხენიანი კი მას ჩრდილო კორეაში შეჭრის რეპეტიციად განიხილავს. სწავლებები ორ ეტაპად ტარდება და წინა წლებისგან განსხვავებით მასში უფრო მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ორთვიან საველე სწავლებებში 17 ათასი ამერიკელი და 300 ათასი სამხრეთ კორეელი ჯარისკაცი ჩაერთვება.

დღის ამბები