08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა - დაღუპულია 25 ადამიანი

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა. ტრაგედიას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.

კრიზისთან დაკავშირებით დღეს ბრიუსელში თურქეთ-ევროკავშირის საგანგებო სამიტი იმართება. გავრცელებული ცნობით, ორგანიზაციის წევრი 28 ქვეყნის ლიდერებს ე.წ. ბალკანეთის მარშრუტის ჩაკეტვა სურთ, რის გამოც ოფიციალურ ანკარას სთხოვენ, უკან მიიღოს ათასობით მიგრანტი, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან.

გასულ წელს ევროკავშირის საზღვარი არალეგალურად მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, წელს კი მათი რაოდენობა უკვე 135 ათასს აჭარბებს.

დღის ამბები