08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
სიდნეიში მომხდარ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა სიდნეიში. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში ერთ–ერთ ქარხანაში გახსნა. დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა. სამართალდამცველები თავდამსხმელთან მოლაპარაკებას ერთი საათის განმავლობაში აწარმოებდნენ. საბოლოოდ მან თავი მოიკლა, მანამდე კი ქარხნის ტერიტორია სამმა ადამიანმა დატოვა, რომლებიც თავდასხმის შემდეგ შენობაში იმალებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.

დღის ამბები