08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
მიგრანტების ნაკადის გასაკონტროლებლად ნატო საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გემებს გააგზავნის

მიგრანტების ნაკადის გასაკონტროლებლად ნატო საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გემებს გააგზავნის. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა.

გენერალური მდივნის თქმით, ეს მიზნად ისახავს იმ უკანონო გზების აღკვეთას, რომლის საშუალებითაც მიგრანტები თურქეთისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე ხვდებიან. მისიას გერმანია უხელმძღვანელებს.

მათ კი, ვინც უკვე შეაღწიეს საბერძნეთის ტერიტორიაზე, ისევ რჩებიან მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე მოწყობილ ბანაკში. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, აქ ვითარება დღითიდღე მძიმდება. 

დღის ამბები