08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს მეზობლების დაშინებასა და ნატოს დაყოფის მცდელობაში ადანაშაულებს

ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს მეზობლების დაშინებასა და ნატოს დაყოფის მცდელობაში ადანაშაულებს. მოსკოვის სამეზობლო პოლიტიკაზე იენს სტოლტენბერგმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

მან განაცხადა, რომ მოსკოვი წლებია ალიანსში განხეთქილების შეტანას ცდილობს, თუმცა ამ კუთხით წარმატებას ვერც მიაღწია და ვერც მომავალში მიაღწევს. მისი თქმით, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ნატოს წევრებმა ძალები გააერთიანეს და სამხედრო პოლიტიკა უსაფრთხოების საკითხებში ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ქმედებების გამო სირიაში. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო პოტენციალის გაზრდას ალიანსი თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო დანაყოფების გაძლიერებით უპასუხებს. 

დღის ამბები