08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა ლონდონში

ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა ლონდონში. ასობით ადამიანი რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბა და უკრაინელი პილოტის გათავისუფლებას მოითხოვდა.

აქცია გლობალური ინიციატივა თავისუფლება სავჩენკოს ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსგავსი დემონსტრაციების მოწყობას მსოფლიოს დიდ ქალაქებში და მათ შორის თბილისშიც, დღეს გეგმავს.

თბილისში აქცია სოციალური ქსელით იგეგმება და ის ღამის 12 საათზე რუსეთის საელჩოსთან გაიმართება.

აქცია უკვე შედგა მოსკოვში. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობასთან სამართალდამცველებმა 5 აქტივისტი დააკავეს. შვილის გათავისუფლებისა და უკრაინაში დაბრუნების მოთხოვნით საგანგებო ვიდეო მიმართვას ნადეჟდა სავჩენკოს დედაც ავრცელებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გადარჩენას სთხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები