08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სავჩენკო შეძლებს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას

უკრაინელი პილოტი ნადია სავჩენკო მშრალ შიმშილობას აგრძელებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მაგრამ მისი ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სავჩენკო შეძლებს ხვალისთვის დანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას და საბოლოო სიტყვასაც წარმოთქვამს.

მარკ ფეიგანის თქმით, სასამართლოს შემდეგ აუცილებელია ზეწოლის გაძლიერება კრემლზე, ვინაიდან, ნადეჟდა სავჩენკო ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია.

„გლობალური აქციები არ იქნება მხოლოდ სავჩენკოს გათავისუფლებისთვის. ეს არის პირველ რიგში კრემლის პოლიტიკის გაპროტესტება. რა თქმა უნდა სავჩენკო პუტინის პატიმარია და ის ამას არც მალავს,“ - აცხადებს მარკ ფეიგანი.

ადვოკატის თქმით, ის შეეცდება მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაარწმუნოს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. 

დღის ამბები