08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
ამერიკელი ამომრჩეველი მორიგი პრაიმერისთვის ემზადება

ამერიკელი ამომრჩეველი მორიგი პრაიმერისთვის ემზადება. კენჭისყრა დღეს ოთხ შტატში გაიმართება. საკუთარი არჩევანი ამერიკელებმა მიჩიგანში, მისისიპიში, ჰავაისა და აიდაჰოში უნდა გააკეთონ. ხმის მიცემის დაწყებამდე კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარეს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატები ჰილარი კლინტონი და ბერნი სანდერსი ამომრჩევლებს მიჩიგანში შეხვდნენ, ხოლო დონალდ ტრამპმა და ტედ კრუზმა წინასაარჩევნო აგიტაცია მისისიპიში ჩაატარეს. ექსპერტები აცხადებენ, რომ დღევანდელ პრაიმერიში გამარჯვება თითოეული კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია. სუპერ-სამშაბათის შედეგების თანახმად დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონი ლიდერობს, რესპუბლიკელებიდან კი დონალდ ტრამპი.

დღის ამბები