08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
მატარებლის ავარია კალიფორნიაში - დაშავებულია 14 ადამიანი

14 ადამიანი დაშავდა კალიფორნიაში მატარებლის ავარიის შედეგად. ინციდენტი სან ფრანცისკოში მოხდა.

გამთენიისას სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ვაგონების ნაწილი გადატრიალდა, ნაწილი კი წყალში გადავარდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მაშველებთან ერთად საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.

დღის ამბები