08 ოქტომბერი 2024,   07:00
ვრცლად
პარიზის მოდის კვირეულზე სტელა მაკკარტნის ჩვენება გაიმართა

პარიზის მოდის კვირეულზე სტელა მაკკარტნის ჩვენება გაიმართა. ბრიტანელი დიზაინერის 2016 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია ხავერდით და მეთვრამეტე საუკუნის სტილის ელემენტებითაა მდიდარი.

სტელა მაკარტნიმ, რომელიც ელეგანტური და სპორტული სტილის გაერთიანებით არის ცნობილი, ტრადიციას არც ამჯერად უღალატა.

ხავერდისა და აბრეშუმის კაბებთან მოდელებს სპორტული ფეხსაცმელი ეცვათ. დეფილეს სხვა ვარსკვლავებთან ერთად პირველი რიგიდან დიზაინერის მამა, პოლ მაკკარტნიც ადევნებდა თვალს. სტელა მაკკარტნის კოლექციამ მოდის კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

დღის ამბები