08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ევროპარლამენტის დეპუტატები ე.წ. "სავჩენკოს სიის" შექმნას და მასში რუსი მაღალჩინოსნების შეყვანას ითხოვენ

ევროპარლამენტის დეპუტატები ე.წ. სავჩენკოს სიის შექმნას და მასში რუსეთის ხელისუფლების 29 მაღალჩინოსნის, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის შეყვანას ითხოვენ.

57-მა ევროპელმა დეპუტატმა ფედერიკა მოგერინის, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში საგანგებო წერილით მიმართა.

დეპუტატები სიაში შესული პირებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, ევროპულ ბანკებში ანგარიშების გაყინვას და ქონების დაყადაღებას ითხოვენ.

ისინი რუს მაღალჩინოსნებს უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გატაცებაში, რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანასა და უკანონოდ დაპატიმრებაში ადანაშაულებენ.

საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობას და შეერთებული შტატების სახელწმიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებას სასამართლოზე ზეწოლად აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სავჩენკოს განაჩენი მოსკოვში დღეს უნდა გამოუტანონ. მის გათავისუფლებას მეორე დღეა ითხოვენ უკრაინისა და რუსეთის ქალაქებში. საპროტესტო აქციები კიევსა და მოსკოვში დღესაც იგეგმება.

 

 

დღის ამბები