08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
თავდასხმა თელ-ავივში - შეიარაღებულმა პირმა გამვლელები დანით დაჭრა

თავდასხმა თელ-ავივში - შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს იაფას პორტში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილას დაესხა. გავრცელებული ცნობით, მან დანით ჯერ გამვლელები დაჭრა, შემდეგ კი ერთ-ერთ რესტორანში შეიჭრა.

ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა შეერთებული შტატების მოქალაქე, დაჭრილია 11 ადამიანი.

თავდამსხმელი ადგილზევე მოკლეს სამართალდამცველებმა. მისი ვინაობა არ ხმაურდება. თავდასხმა მოხდა იერუსალიმშიც. უცნობმა პირმა ცეცხლი საზღვრის დაცვის პოლიციას გაუხსნა - დაშავდა ორი ადამიანი.

დღის ამბები