08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქციები კვლავ იგეგმება

უკრაინელი პილოტის ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერად მომიტინგეები შეკრებას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აპირებენ, მათ შორის კიევსა და მოსკოვშიც. ისინი უკრაინელი პოლიტიკოსისა და ყოფილი სამხედრო მფრინავის გათავისუფლებას მოითხოვენ.

დემონსტრაციები სავჩენკოს სასამართლო პროცესის პარალელურად დაიწყება. როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცკში სავჩენკოს წინააღმდეგ მორიგი პროცესი დღეისთვისაა დანიშნული. სასამართლომ დღესვე განაჩენის გამოცხადების თარიღი უნდა დაასახელოს.

რუსეთი ნადია სავჩენკოს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებს და 23 წლიან პატიმრობას მოითხოვს. პროკურატურის პოზიციას ედუარდ ლიმონოვის პარტიის აქტივისტები უჭერენ მხარს. მათ სანკტ-პეტერბურგში უკრაინის საკონსულოსთან აქცია გამართეს და შენობას კვერცხები ესროლეს.

დღის ამბები