08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ნადია სავჩენკოს განაჩენს 21 მარტს გამოაცხადებენ

როგორც რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, ნადია სავჩენკოს განაჩენს 21 მარტს გამოაცხადებენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდა, უკრაინელი მფრინავი საბოლოო სიტყვით წარდგა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. სავჩენკოს თქმითვე, ის არ აღიარებს რუსულ სასამართლოს და არც გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს. უკრაინელი მფრინავი განაგრძობს მშრალ შიმშილობასაც. პროცესზე მან უკრაინის ჰიმნიც იმღერა.

ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერი აქციები მთელს მსოფლიოში იმართება. უკრაინელ მფრინავს პროკურატურა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებს და მისთვის 23 წლიან პატიმრობას მოითხოვს.

დღის ამბები