08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
მორიგი თავდასხმა ისრაელში - ორმა პალესტინელმა იერუსალიმში ავტომანქანებს ცეცხლის გახსნა

მორიგი თავდასხმა ისრაელში. ორმა პალესტინელმა იერუსალიმში ავტომანქანებს გაუხსნა ცეცხლი. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, თავად თავდამსხმელები კი სამართალდამცველებმა მოკლეს.

ებრაელმა სამხედროებმა კიდევ ერთ პალესტინელს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ესროლეს, სადაც ის ჯარისკაცებს დანით დაესხა თავს.

წუხელ კი, იერუსალიმთან ერთად, ტერაქტების სერია თელავივშიც მოხდა. შემთხვევას იაფოს პორტში ამერიკელი ტურისტი ემსხვერპლა, 10 ადამიანი კი დაშავდა.

თავდასხმების სერია ისრაელში შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ორ დღიან ვიზიტს დაემთხვა. თელავივში მომხდარი თავდასხმის დროს ჯოზებ ბაიდენი შემთხვევის ადგილის მახლობლად, ისრაელის ყოფილ პრეზიდენტ შიმონ პერესთან ერთად, ღონისძიებაზე იმყოფებოდა. 

დღის ამბები