08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
სლოვენია საკუთარ ტერიტორიაზე მიგრანტებს აღარ შეუშვებს

სლოვენია საკუთარ ტერიტორიაზე მიგრანტებს აღარ შეუშვებს. ქვეყნის პრემიერმინისტრის თქმით, გამონაკლისი მხოლოდ იმ დევნილებს შეეხებათ, რომლებიც სლოვენიაში თავშესაფარს მოითხოვენ ან გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ.

ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, მიგრანტები, რომლებიც სლოვენიის გავლით ევროპის სხვა ქვეყნებში გეგმავენ გამგზავრებას, საზღვარს ვეღარ გადაკვეთენ.

სასაზღვო კონტროლი გაამკაცრა სერბეთმაც. ოფიციალურმა ბელგრადმა მაკედონიასთან და ბულგარეთთან საზღვრები ჩაკეტა და განაცხადა, რომ სრულყოფილი დოკუმენტაციის გარეშე საზღვრის გადაკვეთას ვერავინ შეძლებს.

დღის ამბები