08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
სავჩენკოს პროტესტი სასამართლო დარბაზში, მხარდამჭერი აქციები და ევროპარლამენტარების მიმართვა

ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენი 21 მარტს გამოცხადდება. უკრაინელი პილოტი მშრალ შიმშილობას აგრძელებს და თავს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ არ სცნობს და არც განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიკუხედავად ნადეჟდა სავჩენკო დღეს გამართულ სასამართლო პროცესს დაესწრო და ბოლო სიტყვა თქვა.

ფედერიკა მოგერინის უკვე გადაეგზავნა განსახილველად ე.წ–ი სავჩენკოს სია. ევროპარლამენტარები 29 რუსი მარალჩინოსნისთვის მათ შორის პრეზიდენტ პუტინისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ. დოკუმენტს ხელს 57 ევროპარლამენტარი აწერს.

სია სავჩენკოს ადვოკატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა.

რუსეთს უკრაინელი მფრინავის სამშობლოში წინაპირობების გარეშე  დაბრუნებისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა. ამავე მოთხოვნით დღეს მორიგი აქცია გაიმართა კიევში, რუსეთის საელჩოსთან. დემონსტრანტებმა დიპლომატიური უწყების შენობას ქვები, კვერცხები და იოდის ბოთლები ესროლეს. მხარდასაჭერი აქციები 9 მარტის დადგომისთანავე დაიწყო მსოფლიოსა სხვადასხვა ქალაქებში რუსეთის საელჩოებთან. რუსეთის საელჩოს შენობა გაანათეს საქართველოშიც.  

უკრაინელ პილოტს რუსეთის პროკურატურა რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებს და მისთვის 23 წლიანი პატიმრობის ვადას ითხოვს.

ავტორები: დავით კაკულია, ეკა ბუცხრიკიძე.

დღის ამბები