08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ფხენიანმა ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ფხენიანმა მცირე მანძილზე მოქმედი ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტები აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს და ისინი 500–ს კილომეტრში ზღვაში ჩავარდა.

რამდენიმე საათის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ისიც განაცხადა, რომ სეულთან ყველა ერთობლივ პროექტს აჩერებს და ქვეყანაში სამხრეთ კორეულ აქტივებსაც გაუუქმებს.

ამ კვირაში ვაშინგტონისა და სეულის ერთობლივი სამხედრო წვრთნის დაწყების გამო ფხენიანი ბირთვული შეტევის განხორციელებით უკვე რამდენჯერმე დაიმუქრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები