08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
სროლა პენსილვანიის შტატში - დაღუპულია 5 ადამიანი

პენსილვანიის შტატში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა პიტსბურგის მახლობლად, საცხოვრებელ სახლში მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 4 ქალი, კიდევ რამდენიმე დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველებს არც ეჭვმიტანილი დაუკავებიათ. 

დღის ამბები