08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ინგუშეთ–ჩეჩნეთის საზღვარზე ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათადამცველები სცემეს

ინგუშეთ–ჩეჩნეთის საზღვარზე ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათადამცველების მიკროავტუბუსს დაესხნენ თავს.

20–მდე ნიღბიანმა პირმა მედიის წარმომადგენლები და "წამების აღმოფხვრის კომიტეტის" წევრები ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი ავტომობილი დაუწვა. დაშავებულთა შორის შვედი და ნორვეგიელი ჟურნალისტებიც არიან.

პარალელურად, უცნობმა პირებმა ინგუშეთის ქალაქ კარაბულაკში არასამთავრობო ორგანიზაციიის ოფისიც დაარბიეს. მომხდართან დაკავშირებით ინგუშეთში გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები