08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
5 გარდაცვლილი - თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა

ტრაგედია თურქეთის სანაპიროსთან. ეგეოსის ზღვაში მიგრანტების მორიგი ნავი ჩაიძირა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, ნავზე ირანელი და ავღანელი მიგრანტები იმყოფებოდნენ, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გადასვლას ცდილობდნენ.

დღის ამბები