08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა "ისლამური სახელმწიფოს" 22 ათასი მებრძოლის პირადი მონაცემები მოიპოვეს

ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს 22 ათასი მებრძოლის პირადი მონაცემები მოიპოვეს. ამის შესახებ ბრიტანული პრესა წერს.

გამოცემების ცნობით, საიდუმლო ინფორმაცია სპეცსამსახურებს ისლამური სახელმწიფოს რიგებიდან წამოსულმა მებრძოლმა მიაწოდა, რომელმაც დოკუმენტები დაჯგუფების წევრების შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილებიდან მოიპარა.

მასალები მსოფლიოს 51 ქვეყნიდან მებრძოლების ვინაობას, მათ საცხოვრებელ მისამართებს, მობილური ტელეფონის ნომრებსა და ოჯახის წევრების საკონტაქტო ინფორმაციას მოიცავს. 

დღის ამბები