08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
მიკ ჯაგერმა ბოგოტას ცენტრში გაისეირნა

კოლუმბიის დედაქალაქში დაგეგმილ კონცერტამდე ერთი დღით ადრე მიკ ჯაგერმა ბოგოტას ცენტრში გაისეირნა. ლეგენდარული როკ ჯგუფის როლინგ სთოუნზის სოლისტმა ქალაქის ისტორიული უბანი და მუზეუმი დაათვალიერა.

სეირნობის დროს მიკ ჯაგერი ქუჩის მოვაჭრესთანაც გაჩერდა და ადგილობრივი ვაფლის ტკბილეული დააგემოვნა.

როლინგ სთოუნზი თავის პირველ კონცერტს კოლუმბიაში დღეს საღამოს გამართავს. 

დღის ამბები