08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ტრამპის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო 78 წლის მამაკაცი დააკავეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილი 78 წლის მამაკაცი დააკავა.

საქმე ეხება ჩრდილოეთ კაროლინაში საპრეზიდენტო კამპანიის დროს მომხდარ ჩხუბს, როცა ხანშიშესული მამაკაცი იქ მყოფ აფროამერიკელ ახალგაზრდას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის ამსახველი კადრები კი ინტერნეტით მალევე გავრცელდა. თავდამსხმელი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

მომხდარს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ბერნი სანდერსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკური ხასიათის თავშეყრის ადგილებში თითოეულმა მოქალაქემ დაცულად უნდა იგრძნოს თავი.

დღის ამბები