08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ამერიკელმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ამერიკელმა სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. საუბარია სულეიმან დავუდ ალ ბაკარაზე, რომელიც ISIS-ის ქიმიური იარაღის ექსპერტია და მის წარმოებაზეა პასუხისმგებელი.

პენტაგონის ინფორმაციით, ის თებერვაში ერაყში ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანეს. ალ ბაკარამ დაზვერვას ISIS-ის ქიმიური იარაღის ქარხნებისა და თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც ამერიკულმა ავიაციამ ამ ობიექტებზე წეტილოვანი იერიშები მიიტანა.

ISIS-ის შესახებ ახალი ინფორმაცია მოიპოვეს გერმანიისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა. დაჯგუფებიდან გაქცეულმა პირმა ჟურნალისტებს 22 ათასამდე ანკეტა გადასცა, რომელიც დაჯგუფების წევრების პირად მონაცემებს მოიცავს

დღის ამბები