08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
სპეცოპერაცია თურქეთში - დაღუპულია ქურთების მუშათა პარტიის 7 წევრი

თურქი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურთების მუშათა პარტიის 7 წევრი დაიღუპა. შეტაკება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ დაიარბაქირში, მოხდა. თურქ სამხედროებს ცეცხლი ქალაქის ისტორიული უბნის ერთ-ერთი შენობიდან გაუხსნეს.

ოფიციალურმა ანკარამ ქვეყნის ამ რეგიონში სპეცოპერაციის დასრულების შესახებ განცხადება ერთი დღით ადრე გააკეთა. მიუხედავად ამისა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული.

ოფიციალური ინფორმაციით, დეკემბრიდან რეგიონში განხორციელებული სპეცოპერაციების შედეგად 279 ქურთი მებრძოლი დაიღუპა.

დღის ამბები