08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
ტედ კრუზის საარჩევნო შტაბში განგაში გამოცხადდა

ტედ კრუზის საარჩევნო შტაბში განგაში გამოცხადდა. ინცინდენტი ქალაქ ჰიუსტონში მოხდა. შენობასთან საეჭვო პაკეტი შენიშნეს, რის შემდეგაც ადგილზე განმაღმველები გამოიძახეს და ევაკუაცია გამოაცხადეს. ქუჩა ამ დრომდე გადაკეტილია და სხვა დეტალები უცნობია.

რესპუბლიკელი კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია ბოლო პერიოდში ინცინდენტების ფონზე მიმდინარეობს.

პოლიციამ 78 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც დონალდ ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩაშლა სცადა.ხანდაზმულმა მამაკაცმა იქ მყოფ აფრო ამერიკელ ახალგაზრდას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ეჭვმიტანილი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ინცინდენტი ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა.

დღის ამბები