08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
NDI-ის შესაძლოა რუსეთში მოღვაწეობა აეკრძალოს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტის (NDI) მუშაობა არასასურველად გამოაცხადა. უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე NDI-ის მოღვაწეობა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის.

გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ დასკვნა წარდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე დაიდო და ოფიციალური მიმართვა უკვე გადაუგზავნეს რუსეთის იუსტიციის სამინისტრროს, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არასამთავრობო ორგანიზაციის მუშობა არასასურველად გამოაცხადოს.

დღის ამბები