08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
უკრაინა და რუსეთი გასამართლებული პირების გაცვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ

უკრაინა და რუსეთი გასამართლებული პირების გაცვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ. ინფორმაცია რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა.

უწყებაში აცხადებენ, რომ კიევმა რუსეთს შესაძლოა 13 მოქალაქე გადასცეს, რომლებიც უკრაინის ციხეებში სხვადასხვა ბრალდებით იხდიან სასჯელს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა გასაცვლელ ადამიანთა სიაში ნადეჟდა სავჩენკო, თუმცა აღნიშნეს, რომ სამინისტრო უკრაინის 4 მოქალაქის გადაცემის მოთხოვნაზე მუშაობს.

ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთის მოალაქეებზე გაცვლის ინიციატივა რამდენიმე დღის წინ პეტრო პოროშენკომ გამოთქვა. უკრაინელი პილოტის ადვოკატები აცხადებენ, რომ სავჩენკოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, რადგან მისი მდგომარეობა კრიტიკულია. 

დღის ამბები