08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ამერიკელი ექსპერტები პუტინის ყოფილი მრჩეველის გარდაცვალების ახალ გარემოებებზე საუბრობენ

ამერიკელი ექსპერტები პუტინის ყოფილი მრჩეველის გარდაცვალების ახალ გარემოებებზე საუბრობენ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მიხეილ ლესინი თავის არეში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად დაიღუპა. 57 წლის მიხეილ ლესინი, რომელიც რუსეთში, პრესის მაუწყებლობისა და მედია კომუნიკაციების მინისტრი იყო და გაზპრომ მედია ჰოლდინგს ხელმძღვანელობდა, გასული წლის ნოემბერში, ვაშინგტონის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. მაშინ რუსული მედია აცხადებდა, რომ ლესინი გულის შეტევით დაიღუპა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ კი ეს ვერსია უარყო. ექსპერტიზის თანახმად, დაღუპულს სხეულზე მრავლობითი ტრავმები აღენიშნება.

დღის ამბები