08 ოქტომბერი 2024,   07:00
ვრცლად
საფრანგეთის სასამართლომ არკადი გაიდამაკი ციხიდან გაათავისუფლა

საფრანგეთის სასამართლომ არკადი გაიდამაკი ციხიდან გაათავისუფლა. ბიზნესმენს, რომელიც 90–იან წლებში ანგოლასთვის იარაღის მიწოდების საქმეზე იხდიდა სასჯელს, ნაწილობრივი თავისუფლება მიენიჭა. მის გადაადგილებას ძალოვანები ელექტრონული ბრასლეტის საშუალებით გააკონტროლებენ. ადვოკატის განცხადებით, საპატიმროდან გათავისუფლების მიზეზი მასშტაბური სოციალურ პროექტი გახდა.

2009 წელს პარიზის სასამართლომ რუს ბიზნესმენს, რომელიც იმ დროს ისრაელში ცხოვრობდა, დაუსწრებლად 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი გაუნახევრა.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ გაიდამაკისა და ამ საქმეში მონაწილე სხმა პირების ქმედებები იარაღით უკანონო ვაჭრობად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან იარღის მიწოდება ანგოლას მაშინდელი მთავრობის დაკვეთით ხორციელდებოდა. არკადი გაიდამაკს მხოლოდ საგადასახადო მაქინაციების ბრალდება დარჩა.

ამავე თემაზე
დღის ამბები