08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
ნატო-მ ფილიპ ბრიდლავის შემცვლელის კანდიდატურა შეათანხმა

ნატო-მ ფილიპ ბრიდლავის შემცვლელის კანდიდატურა შეათანხმა. ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების მეთაურად ამერიკელი გენერალი კერტის სკაპაროტი დაინიშნა.

სკაპაროტი ამ დროისთვის სამხრეთ კორეაში შერთებული შტატებისა და გაეროს გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტს იკავებს. ის ფილიპ ბრიდლავს ახალ თანამდებობაზე ოფიციალური პროცედურების გავლის შემდეგ ჩაანაცვლებს.

სკაპაროტის დანიშვნის ოფიციალური ცერემონია ბელგიის ქალაქ მონსეში გაიმართება, სადაც ევროპაში ნატო-ს ძალების ცენტრალური შტაბი მდებარეობს. ფილიპ ბრიდლავი თანამდებობას ვადის ამოწურვის გამო ტოვებს.

დღის ამბები