08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
არაბული ქვეყნების ლიგამ ,,ჰესბოლა’’ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

არაბული ქვეყნების ლიგამ ჰესბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. განცხადება ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქაიროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით გადაწყვეტილებას ლიგის წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

განცხადება შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირების გამწვავების ფონზე გაკეთდა. დაძაბულობამ ისლამის ორი სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლებს შორის სირიაში, იემენში და ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო იმატა.

ჰესბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების გამო არაბული ქვეყნების ლიგის სხდომა, პროტესტის ნიშნად საუდის არაბეთის დელეგაციამ დატოვა.

დღის ამბები