08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

16 ადამიანი დაიღუპა ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად. ქალაქ სან-პაოლოში ქუჩების დიდი ნაწილი დატბორილია. ქალაქის შემოგარენი მეწყერსაშიშ ზონადაა გამოცხადებული.

დაშავებულია ათეულობით ადამიანი. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ.

რეგიონში საჰაერო მიმოსვლა რამდენიმე საათითა შეჩერებული. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები