08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
ჩიკაგოში დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო გამოსვლა არეულობის გამო ჩაიშლა

ჩიკაგოში დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო გამოსვლა არეულობის გამო ჩაიშლა.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც მის მხარდამჭერებსა და დემოკრატი ბერნი სანდერსის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა.

სანდერსის ასობით მხარდამჭერი ტრამპის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბა და რესპუბლიკელი კანდიდატის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრამპის მხარდამჭერებმა მომიტინგეების შეჩერება სცადეს.

შეტაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის ქუჩებშიც გაგრძელდა. სიტუაციის დამშვიდება მხოლოდ სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

დღის ამბები