08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
უკრაინის არმიის პოზიციები 59-ჯერ დაცხრილეს- ფრონტის ხაზზე სროლები განახლდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიის პოზიციები 59-ჯერ დაცხრილეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების შტაბის პრეს-ცენტრი ავრცელებს.

„თავდასხმები განხორციელდა 59-ჯერ დონეცკის, 15-ჯერ მარიუპოლის და ერთხელ ლუგანსკის მიმართულებით,“ - წერია განცხადებაში.

ფრონტის ხაზზე სროლების განახლების შესახებ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების შტაბი მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული შეიარაღების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ტერიტორიების დაბომბვა ძირითადად ნაღმტყორცნებით ხორციელდებოდა. ასევე გამოყენებული იყო ყუმბარმტყორცნები, მძიმე შეიარაღება და ტანკები.

დღის ამბები