08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა

ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2016 წლამდე სანქციები შეუნარჩუნდებათ, რუსეთისა და უკრაინის 146 მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში არიან მხილებულები.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება სანქციების გახანგძლივებაზე ძალაში ხვალიდან შევა.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ავრცელებს იმ პირთა სიასაც, რომელთაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო 13 მარტიდან სანქციები უხანგრძლივდებათ.  

დღის ამბები